
ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ ორი თვითმფრინავი პოლონეთში დაეშვა. მათგან ერთი დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო მეორე დანიიდან მიფრინავდა.
ასევე, ერთი თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან მიფრინავდა, შეტყობინების მიღების შემდეგ ბულგარეთში დაეშვა.
კიდევ ერთი თვითმფრინავი ესპანეთში, მურსიას აეროპორტში დაფრინდა.
ოთხივე თვითმფრინავი პოლონეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის აეროპორტებში უსაფრთხოდ დაეშვა.
ვარშავა-მოდლინის აეროპორტმა მუშაობა განაახლა, ხოლო დანარჩენ თვითმფრინავებს შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები ამოწმებენ.