რეზონანსი
03.11.2026

ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ალიანსს დიდი პერსპექტივა თავიდანვე არ ჰქონდა.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა. მთავარი მიზეზი ამ წინააღმდეგობის არის ის სისუსტე, რომლითაც გამოირჩევა მთლიანად რადიკალური ოპოზიციური სპექტრი. ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×