რეზონანსი
04.11.2026

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მთელი ნოემბრის განმავლობაში და როდისაა თოვლი მოსალოდნელი? - გადაცემაში "ახალი დღე" გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების სამსახურის უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ ისაუბრა:

"ნოემბრის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა ცოტა წვიმიანი - ნორმასთან ახლოს ნალექებით და ნორმაზე ცოტა მეტი რაოდენობით. საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე, საშუალოდ +12, +14 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +6, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +3, +5 გრადუსის ფარგლებში.

აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლსა და კახეთში +9, +11 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +5, +7 გრადუსის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - +3, +5 გრადუსის ფარგლებში. ​

მაღალმთიან რეგიონებში აი, ამ დღეებშიც, კვირის ბოლოს, თოვლი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ოთხშაბათს ველით ამინდის გაუარესებას: დასავლეთის ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს და გვიან საღამოდან წვიმა დაიწყება, რომელიც მაღალმთაში თოვლში გადავა. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც იქნება წვიმა, ხოლო მაღალმთიანეთში - თოვლი. ხუთშიც უმეტეს რაიონში წვიმა და მაღალმთაში თოვლი იქნება, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. ექვსში ინტენსივობა შესუსტდება, ზოგან გამოიდარებს, ხოლო შვიდსა და რვაში კვლავ წვიმები და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი გვექნება. ​

შემდეგ კვირაში უკვე შედარებით უფრო სტაბილური, უნალექო ამინდი იქნება, გამოიდარებს და ტემპერატურაც ცოტათი მოიმატებს. თუმცა ისეთი თბილი ამინდები, როგორიც ახლა არის, აღარ იქნება", - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×