რეზონანსი
04.11.2026

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები სინამდვილეში, წარმოადგენენ ერთიან ძალას, რომლის მიზანია დემოკრატიის დაზიანება.

მახაშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტიები რა ნომრით და სახელით იქნებიან წარმოდგენილი, რადგან მათ ყველას „ძალადობრივი ფესვები“ აქვთ.

„არ შეიძლება, ოპოზიციური გაერთიანება ცალკე აღებული განვიხილოთ. ეს ერთიანი ხეა, ერთი ტოტი იქით იქნება გადაშვებული, თუ აქეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ეს ხე, ანუ, ორგანიზმი ეფუძნება რადიკალიზაციის ფესვებს, ქართულ პოლიტიკაში ძალადობრივ ფესვებს. დანარჩენი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ერთი ტოტი მოიჭრება, გაიფურჩქნება, თუ გახმება, რადგან ეს ხე ერთიანი მექანიზმია, ერთიანი ძალადობრივი იდეოლოგიით, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს საკონსტიტუციო პრინციპებსა და ღირებულებებთან. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა. რა ფორმით, რა სახელით, რა ნომრით, რა ფერით იქნებიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ საჭირო როცა იყო, ერთად იკრიბებოდნენ ან იშლებოდნენ. როგორც ჩანს, ახლა ე.წ. გაყოფა რაღაც ტაქტიკური, თუ შიდა დაპირისპირების საკითხია. ქართული დემოკრატიისთვის, სამწუხაროდ, ეს არის ერთიანი ძალა, რომლის მთავარი მიზანია ქართული პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიის დაზიანება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×