რეზონანსი
04.11.2026

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე თავისუფლები არიან. მათ ციხე დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს. მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მურთაზ ზოდელავას მიერ პასუხისმგებლობის აღებასა და შეცდომების გააზრებას მნიშვნელოვნად აფასებენ. პარტიის მმართველი საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას თქმით, ზოდელავა კამპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო და მის ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება.

„შეცდომების გააზრებაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ. მურთაზ ზოდელავას ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის იყო ამ კამპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და ეს პასუხისმგებლობა მან აიღო. მხოლოდ მივესალმებით ამას“, - აცხადებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×