
მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, მაგრამ ამავდროულად ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე.
„პროცესი შეჩერებულია, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ არჩევანს. გვექნება უფრო საფუძვლიანი დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრებთან იანვარში, იმასთან დაკავშირებით, თუ უკეთესად, როგორ დავეხმაროთ ხალხსა და მათ მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცხადია. ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა. განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც ვთქვი, მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას“.- განაცხადა კალასმა.