
2026 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 745 პირზე გაიცა. ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვეში კი რეადმისიას 2 156 მოქალაქე დაექვემდებარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2026 წლის მე-3 კვარტალში სულ 753 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 8 პირზე გაიცა.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 2026 წლის ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, რომელსაც მოსდევს ირლანდია და საფრანგეთი.
„ბიზნესპრესნუსმა“ მოიპოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 3 თვეში (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) ყველაზე მეტი ქართველი გამოაბრუნეს:
გერმანია - 349 პირი
ირლანდია - 148 პირი
საფრანგეთი - 96 პირი
საბერძნეთი - 36 პირი
დიდი ბრიტანეთი - 32 პირი
პოლონეთი - 19 პირი
ესპანეთი - 19 პირი
შვეიცარია - 16 პირი
იტალია - 10 პირი
ამასთან, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით საქართველოს 5-5 მოქალაქე გამოუშვეს შვედეთიდან და ბელგიიდან, 3 - ბულგარეთიდან, 2 - ავსტრიიდან და ა.შ.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს ევროპიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 3 437 მოქალაქე დააბრუნეს.