რეზონანსი
04.11.2026

თბილისში მოკლული გიგა ავალიანის დედის სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწყო -  ეკა კუპატაძის გამოკითხვა დასრულებულია. მოკლული მასწავლებლის დედა იმ პირების იდენტიფიცირებას ითხოვს, რომლებიც, მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში მისი გარდაცვლილი შვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას გეგმავდნენ.

"დაიწყებენ ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ე.წ. ბოტებით და ტროლებით გიგა ავალიანის სახელის და ღირსების შელახვა სცადა. რა სახელი უნდა ვუწოდო გიორგი ლეკიშვილს? (ნია იმნაძის ადვოკატი) ის ყოველ ჯერზე ტოვებს შეურაცხადის შთაბეჭდილებას და ახალისებს კრიმინალს. გამოძიება უკვე დაიწყო, ფაქტობრივად ახლა იწყება დღეიდან. სერიოზული მტკიცებულებებია, რისი განადგურებაც შეუძლია ლეკიშვილს, ამიტომ არ გავხსნი ამ ფრჩხილებს", - ამბობს ეკა კუპატაძე. 

პარალელურად კი დღეს სასამართლოში მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის მშობლები უნდა გამოეკითხათ, თუმცა ეს პროცესი თავად მშობლების თხოვნით გადაიდო. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×