რეზონანსი
05.11.2026

საქართველოში გაცემული სესხების 44.3% 1 000 ლარამდე კრედიტებზე მოდის, ხოლო 1 მილიონ ლარზე მეტის კრედიტი მხოლოდ 2 110 მსესხებელს აქვს აღებული - ამაზე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკის მიხედვით (სესხები მოცულობის დიაპაზონის მიხედვით), 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს საფინანსო სექტორს გაცემული აქვს 4 173 110 სესხი, ჯამში 45.745 მლრდ ლარის მოცულობის. აქედან ყველაზე მეტი რაოდენობრივად 1000 ლარამდე კრედიტებზე მოდის. 0-დან 1000 ლარამდე სესხების რაოდენობა 1 850 630-ს შეადგენს, მთლიანი თანხის მოცულობა კი 662.2 მლნ ლარს.

„ბიზნესპრესნიუსი“ სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკაზე დაყრდნობით გთავაზობთ, სესხების მოცულობას დიაპაზონის მიხედვით:

0-დან 1000 ლარამდე - 662.2 მლნ ლარის 1 850 630 სესხი

1000.01-დან 5 000 ლარამდე - 3.066 მლრდ ლარის 1 248 290 სესხი

5 000.01 დან 25 000 ლარამდე - 8.505 მლრდ ლარის 749 870 სესხი

25 000.01-დან 100 000 ლარამდე - 11.987 მლრდ ლარის 251 910 სესხი

100 000.01-დან 1 მილიონ ლარამდე - 13.902 მლრდ ლარის 70 310 სესხი

1 000 000.01 ლარი და მეტი - 7.621 მლრდ ლარის 2 110 სესხი

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×