რეზონანსი
06.11.2026

თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. 

ამასთან, ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ -  წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.

სიახლე ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე ანგარიშზე არსებული უმოქმედო თანხა შემნახველ ანაბარზე განათავსონ და მიიღონ მეტი სარგებელი. 

შემნახველი ანაბარი უვადოა და  მასზე სასურველი რაოდენობის თანხის განთავსება ან გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დარიცხული სარგებელი ყოველ დღეზე იანგარიშება და თვის ბოლოს ერიცხება - შესაბამისად, ბიზნესი სარგებელს იმ დღეებისთვის მიიღებს, რამდენი დღეც თანხა ანაბარზე იქნება განთავსებული.

ინიციატივის მიზანს ბიზნესების წარმომადგენლებში ციფრულ არხებზე გადასვლის წახალისება და მათთვის, თავისუფალი სახსრების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×