რეზონანსი
06.11.2026

არა მხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ის ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის.

„თუმცა, ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ევროკავშირის სახელითაც ომობს ამ ომში და როგორც ვხედავთ, ამისთვის სამადლობელად ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებ. უფრო მეტიც - ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა სწორედ მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოხდეს შესაბამისობის და ქვეყნის მზაობის მიხედვით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა აღნიშნა, მკაცრად უჭერენ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას იზიარებენ. უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრება გამორიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×