რეზონანსი
06.11.2026

მათ რომ დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელებს, იმის აღიარება მოუწევთ, რომ რეალურად თავიდან ბოლომდე აფინანსებენ „მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას და აქციებს, რომელიც ძალადობრივი იყო და დღემდე მშვიდობიანად აცხადებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ქრონიკის“ კითხვას - ვინ არიან თვითნებურად დაკავებულები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკომისია ამ დრომდე არ პასუხობენ. სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშში ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ადამიანები.

„მათ რომ დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელებს და რეალურად იგივე დანაშაულისთვის საფრანგეთში მათ იჭერენ როგორც სიცოცხლის ხელყოფისთვის, მაშინ იმის აღიარება მოუწევთ, რომ რეალურად თავიდან ბოლომდე აფინანსებენ „მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას და აქციებს, რომელიც ძალადობრივი იყო და დღემდე მშვიდობიანად აცხადებენ. ამიტომ არიან ასეთ უხერხულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×