რეზონანსი
06.11.2026

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოდან „დასაბუთებული განჩინება მიუვიდა“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მათ პირველ შუამდგომლობას შეეხება.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აღნიშნული განჩინება „ტიპური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს „დასაბუთებული” განჩინება მომივიდა ელექტრონული ფოსტით. აი, სულ პირველ შუამდგომლობაზე უარი რომ გვითხრეს ორი კვირის წინ, ის. ხომ, ახლა მომივიდა, დასაბუთებას დრო არ უნდა თუ რა?

ხუმრობა იქეთ იყოს და, სამართლებრივი დეტალებით არ გადაგღლით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ტიპური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია. კლანის ყველაზე უარეს ტრადიციებში”, - წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×