რეზონანსი
06.11.2026

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევრომომისიაში კარგად იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს იმ პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რა კატეგორიაშია აყვანილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლა.

„ძალიან კარგად იციან თვითონაც, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×