რეზონანსი
07.11.2026

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მეორადი ვარიანტის თანახმად, საჯარო უწყებებში შრომის ანაზღაურების ფონდი 468 მილიონი ლარით იზრდება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიზეზი გაზრდილი საშტატო ერთეულები (ჯამში 2 ათასამდე შტატი) და საბაზო თანამდებობრივი სარგოს 8.4%-იანი მატებაა {შედეგად საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების განსაზღვრისთვის ერთ-ერთი კომპონენტია, მომავალ წელს 1 735 ლარი იქნება}.

შესაბამისად, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება.

მათ შორის, როგორც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული, მომავალი წლიდან იზრდება: სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების/ექთნების ხელფასები; ჯარისკაცებისა და პოლიციელთა, საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე საბავშვო ბაღების ხელფასები.

გარდა ამისა, როგორც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული, მომავალი წლიდან გათვალისწინებულია საპატრულო და სხვა საპოლიციო დანაყოფების კონტიგენტის ზრდა.

ამასთან, მომავალი წლის სექტემბრიდან გათვალისწინებულია სადამრიგებლო დანამატის გაორმაგებაც. ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საჯარო სკოლების დამრიგებელთა დანამატი 80 ლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×