რეზონანსი
07.11.2026

კალაძე პირობას დებს, რომ ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება

კახი კალაძე თბილისელებს ჰპირდება, რომ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო ვადა აღარ გახანგრძლივდება და ქვეყნის მთავარ ქუჩაზე მოძრაობა ნოემბრის ბოლოს აღდგება.

თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველზე ახლა მოასაფალტებაა დაწყებული. ეს განცხადება კალაძემ გუშინ სამუშაოების დათვალიერებისას გააკეთა. 

"უკვე კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწყებულია მოასფალტება. კერძოდ, ზეთისხილის ხიდან ლაღიძის ქუჩამდე, ასევე, თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის ქუჩამდე. ქვედა ფენებში ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების მოქცევა. იმ პირველ მონაკვეთზე, რომელიც გავხსენით, ჭოველიძისა და ელბაქიძის აღმართამდე არსებულ გზის ნაწილზე, დაწყებულია საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. მზადდება იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულებული იქნება. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დაიწყება გამწვანების სამუშაოები. მიმდინარეობს ტროტუარის მოპირკეთება, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც ყველა სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×