რეზონანსი
07.11.2026

მერაბიშვილმა ცნობილ ჟურნალისტს უთხრა: „იმედი“ რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდითო - თქვა სრული სიმართლე. მათ ეს იცოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.

მამრაძემ 2007 წელს 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ის, რომ საგანგებო მდგომარეობა დროულად არ გამოცხადდა და ჯერ დაარბიეს „იმედი“, ეს იმიტომ გაკეთდა, საგანგებო მდგომარეობა რომ გამოეცხადებინათ, მაშინ „იმედის“ ხელმძღვანელობა მაშინვე კანონმორჩილად გამორთავდა „იმედს“ და დარბევის საბაბი და მიზეზი აღარ იქნებოდა.

მე ძალიან კარგად ვიცი, როგორც განიცდიდა სააკაშვილი იმას, რასაც აჩვენებდა „იმედი“. როცა „იმედმა“ აჩვენა სოფელ ჭოპორტში სააკაშვილის მიერ აშენებული უძვირფასესი ვილა, რომელიც სანდრასა და მისი მშობლებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ვილა აშენებული იყო იმ ადგილას, სადაც დედაქალაქისთვის მტკნარი წყალი გროვდება და იქ ახლოს, საერთოდ ფეხით გავლაც არ შეიძლება.

გირგვლიანის საქმე ვერ მიიღებდა იმ მასშტაბს, რომ არა „იმედი“. „იმედს“ რომ არ ეჩვენებინა ის მანქანები, რომლებმაც მიიყვანეს გირგვლიანი და მისი მეგობარი იმ ადგილზე, სადაც შემდეგ გირგვლიანი დაიღუპა“, - აღნიშნა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×