რეზონანსი
08.11.2026

სოციოლოგიური ინსტიტუტ INSA-ს მიერ გამოცემა Bild-ისთვის ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული გერმანელების 82% ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა.

აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ოქტომბრის დასაწყისის მონაცემებს ორი პროცენტული პუნქტით აღემატება.

შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში კანცლერის მუშაობით უკმაყოფილებას გამოკითხულთა 67% გამოთქვამდა. ამჟამად მერცის საქმიანობას დადებითად რესპონდენტთა მხოლოდ 13% აფასებს, იანვარში არსებული 24%-ის ფონზე.

მთავრობის დაბალი რეიტინგი, სავარაუდოდ, მოქალაქეთა პირად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის (CDU/CSU და SPD) პირობებში მათი პირადი მდგომარეობა გაუარესდა. გაუმჯობესებაზე მიუთითა მხოლოდ 6%-მა, ხოლო 29%-ისთვის არაფერი შეცვლილა.

უარყოფითი ტენდენცია მმართველი კოალიციის რეიტინგზეც აისახა. ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა (CDU/CSU) 19%-მდე დაიწია, რაც ისტორიულად მინიმალური მაჩვენებელია.

პარტიულ რეიტინგებში პირველ ადგილს „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) 29%-ით ინარჩუნებს. გამოკითხვის თანახმად, „მწვანეებს" ამომრჩეველთა 15% უჭერს მხარს, სოციალ-დემოკრატებს (SPD) - 14%, „მემარცხენეებს" - 10%, ხოლო თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP) - 5%.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×