რეზონანსი
08.11.2026

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებს „ტვ პირველსა" და „ფორმულას" სასამართლოში უჩივის. მიზეზი მის შესახებ ყალბი ამბებით გაჯერებული სიუჟეტებია. ბერა ივანიშვილი სიცრუის უარყოფას მათივე ეთერებიდან ითხოვს. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი გარე მართვაზე მყოფი დესტრუქციული ძალების მთავარი სამიზნეა. მედიას აქვს უფლება, გამოიძიოს და გააშუქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ უდიდეს ნაწილს ავიწყდება, რომ ამ უფლებას ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობაც ახლავს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ აღნიშნულ თემაზე მომზადებული საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ წლებია, რადიკალები და მათი მედიები ცდილობენ, საზოგადოება მიაჩვიონ გადაუმოწმებელ და ყალბ ამბებზე აგებულ სკანდალურ რეპორტაჟებს და წაშალონ ყველანაირი ზღვარი სიმართლესა და სიცრუეს შორის, რასაც სამართლებრივი პასუხი სჭირდება.

„სხვა შემთხვევაში, დადგება დრო, როცა ყველა ფეიკ-ამბების ტყვეობაში აღმოვჩნდებით და აღარც მორალი, აღარც სტანდარტი და აღარც ეთიკა იქნება ხარისხი განმსაზღვრელი", - დასძინა ირაკლი ჩიხლაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×