რეზონანსი
08.11.2026

საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციას, შესაბამისად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა, - განუცხადა „იმედის კვირას" პროკურორმა თამარ იაკობიძემ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ასევე დაიკითხნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები და მათ დაადასტურეს, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ მიიღო ერთპიროვნულად და არ შეათანხმა მათთან.

„აქვე აღსანიშვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციას, შესაბამისად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას აღნიშნული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა", - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის ჩვენებას, პროკურორის თქმით, ცქიტიშვილის ჩვენება ვერ გახდება იმის მტკიცებულება, რომ გიორგი გახარიამ საგუშაგოს აღმართვის ფაქტი შესაბამის უწყებებთან შეათანხმა.

„პირველ რიგში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ წარმოადგენს საოკუპაციო ხაზთან უსაფრთოხების პოლიტიკის განმსაზღვრელი ფუნქციის მქონე სამინისტროს. ასევე თავად მაია ცქიტიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ მან საგუშაგოს აღმართვის ფაქტი მხოლოდ მისი მოწყობის შემდეგ შეიტყო", - განაცხადა პროკურორმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×