რეზონანსი
08.11.2026

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ კიევში, საწამებელი კამერების რიცხვი სულ მცირე 15 - ია. ასეთი ადგილები მოწყობილია უკრაინის სხვა ქალაქებშიც. ჩვენ ამ მისამართებს ადგილობრივი მოსახლეობა გვაწვდის. უნდა ითქვას, რომ უკრაინაში ადამიანთა წამება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" უკრაინელმა ჟურნალისტმა დიანა პანჩენკომ უკრაინაში მიმდინარე წამების ფაქტებზე საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინაში ადამიანს საკუთარი სიცოცხლე აღარ ეკუთვნის. შექმნილია ადამიანთა წამების უშველებელი სისტემა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობს.

ჟურნალისტი ასევე საუბრობს ადამიანების ქუჩაში დაჭერის და ფრონტის ხაზზე ძალით წაყვანის ფაქტებზეც.

„სქემა შემდეგია, ადამიანებს ქუჩაში იჭერენ, ბოლო დროს მოქალაქეებს პირდაპირ საკუთარი სახლიდან იტაცებენ. მაგალითად ხარკოვში, ღამით ცაში დრონებს უშვებენ და ეძებენ მამაკაცებს კორპუსების ფანჯრებში, დაჭერილ მოქალაქეებს აგზავნიან ეგრეთწოდებულ გამანაწილებელ პუნქტებში, რომელიც სარდაფებშია მოწყობილი.

იმ მოქალაქეებს, ვინც სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ ფრონტზე წასვლაზე, მათ შორის შშმ პირებს, ავადმყოფებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს კი სწორედ ამ საწამებელ კამერებში ყრიან, სცემენ, აწამებენ და ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვენ", - აღნიშნა დიანა პანჩენკომ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×