რეზონანსი
09.11.2026

ამერიკა ჩემთვის არის მონობა. თუ ამერიკა მე თვეში მაძლევდა პირობითად ძალიან მიზერულ თანხას, იმის მეტი ჩემგან მიჰქონდა იქით, გადასახადებით, ჯარიმებით და ასე შემდეგ. ამერიკა არავის არაფერს არ აძლევს ისე, რომ იქით არ გადაუხადო, - ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს. 

ის საქართველოში ამერიკიდან დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ სიბინძურეში და  მონობაში, მისი ადგილი არ იყო. ასევე, ხაზს უსვამს მაღალ გადასახადებს და ამბობს, რომ ნანობს, ამერიკაში წასვლაზე. 

„იმის მიუხედავად, რომ ვიზაც მქონდა და საბუთები მწყობრში იყო, მე გავფუჭდი, მე გავნადგურდი, მე დავზარალდი, თვალს დამაკლდა, მე იქ არ შემხვედრია, არ გეწყინოთ, ძალიან გთხოვთ, არ შემხვედრია ქართველი ნორმალური და ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა. არ შემხვედრია, იმიტომ რომ ჯოჯოხეთურ შრომას გადიან. იმიტომ რომ მუდმივად დაძაბული ხარ. მაპატიეთ, მოხუცის უკანალიდან თავი არა აქვთ გამოყოფილი და რამდენი ბინა გაქვს საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს. თუ ფსიქიკა შეგერყა, თუ ვერასდროს ვერ დაბრუნდი და ბოლოს თუ ჩამოგასვენეს და იმ შენს ნაყიდ ბინაში თუ დაგასვენეს, ეს არის ჯოჯოხეთი, კატასტროფული სიბინძურე, ჰაერშიც კი გაუსაძლისი სუნი დგას. ამ სიბინძურეში, ამ მონობაში, ჩემი ადგილი არ იყო. ვიღაცისთვის ამერიკა არის თავისუფლების სიმბოლო. ეს ამერიკელებისთვისაც არ არის ასე. იმხელა გადასახადებია, იქ ყველაფერში ფულს იხდი, ვნანობ, რომ საერთოდ წავედი ამერიკაში“-განაცხადა პეტრე კოლხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×