რეზონანსი
09.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგად უკრაინის საზღვრებმა შესაძლოა ცვლილება განიცადოს.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის, რომ „ყველაფერი თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის შენარჩუნებით დასრულდება“, ტრამპმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე მიიღწევა, თუმცა იქვე მიანიშნა ტერიტორიულ ცვლილებებზე.

„ვფიქრობ, ჩვენ გვექნება შეთანხმება და ეს მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინა ცოტათი განსხვავებულ მოხაზულობას მიიღებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მშვიდობის გზაზე მთავარ დაბრკოლებაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს არის „სიძულვილი ზელენსკისა და პუტინს შორის“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ცნობილი თეზისი, რომ იგი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა.

ამასთან, ტრამპმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, ვის უფრო ენდობა - ვოლოდიმირ ზელენსკის თუ ვლადიმირ პუტინს - და განაცხადა, რომ მას „ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×