რეზონანსი
09.11.2026

საჯარო უწყებებს ამ დრომდე არ გაუციათ კითხვაზე პასუხი - როგორ შევიდა სატვირთო ბორანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში 31 ოქტომბერს ოჩამჩირის პორტში შევიდა, ადგილზე 5 დღეს დარჩა და ოჩამჩირის პორტი 5 ნოემბერს დატოვა.

უცნობია კონკრეტულად რა ჩაიტანა ბორანმა ოჩამჩირის პორტში.

სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი "პირველებთან" ამბობს, რომ დაირღვა კანონი ოკუპაციის შესახებ.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია.

 გოჩა ბერიძე ითხოვს პასუხს დაიაყო თუ არა ქართულმა მხარემ გამოძიება ან გაარკვიეს თუ არა ოფიციალურა უწყებებმა რა შეიტანა ან გამოიტანა  პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა ბონგმა. 

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან ის ჯერ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, ახლა კი გეზი ალექსანდრიისკენ, ეგვიპტისკენ აქვს.

წყარო: ტვპირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×