
ეს ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს და რაც ყველაზე მთავარია გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, მეტად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა და მჭიდრო კონტაქტების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, როგორიც ჩეხეთია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი დიდ შედეგს გამოიღებს ქვეყნისთვის.
„შეხვედრისას ხაზი გაესმება იმ მიმართულებას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესმება იმ მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები იყოს. იმ მთელი რიგ ასპექტებს, რომლებსაც პროგრესის სახით ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მოწინავეები ვართ“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრა.