რეზონანსი
09.11.2026

საჯარო სკოლებში, მე-2-მე-6 კლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც „საგანმანათლებლო რესურსებში“ აცხადებენ, სასკოლო ფორმების რეალიზაცია ხორციელდება სკოლების მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 დეკემბრის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების რეალიზაცია სრულად განხორციელდება.

იმ შემთხვევაში თუ მშობელი სასკოლო ფორმის შეძენას დეკემბრის ჩათვლით ვერ შეძლებს, ფორმების შეძენას 2027 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ონლაინ პლატფორმა www.formebi.emis.ge-ზე და სავაჭრო ობიექტებში, რომელთა მისამართები მითითებულია - www.formebi.emis.ge

ცნობისთვის, სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი, რომელიც მე-2 -მე-6 კლასელებისთვისაა განკუთვნილი, 2 ნოემბერს დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 სარეალიზაციო პუნქტია გახსნილი. ამ დრომდე, ფორმები მხოლოდ პირველკლასელებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×