რეზონანსი
09.11.2026

37 წლის სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ტედი რინერმა 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. სპორტსმენმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია Le Parisien-თან ინტერვიუში დაადასტურა.

რინერის განმარტებით, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც "ფრანგების გაერთიანებაა".

"საფრანგეთი, რომელიც გვინდა" - ამ სახელწოდებით რინერმა საკუთარი წინასაარჩევნო ვებგვერდი უკვე გაააქტიურა და მსურველებს მოუწოდებს შეუერთდნენ მას წინასაარჩევნო ბრძოლაში.

ტედი რინერის განცხადებით, ის არც მემარცხენე და არც მემარჯვენე პოლიტიკოსია, ის მიზნად ისახავს გახდეს "გამაერთიანებელი პრეზიდენტი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×