რეზონანსი
09.11.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად ილზე აიგნერი წარადგინა, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ხელმძღვანელობამ, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" და „მწვანეებმა" საპრეზიდენტო არჩევნებში ილზე აიგნერის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირეს.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ფედერალურმა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა ჩემს წინადადებას, ფედერალური პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად ილზე აიგნერი წარვადგინოთ", - განაცხადა მერცმა.

მისი არჩევის შემთხვევაში, 61 წლის ილზე აიგნერი გერმანიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

ცნობისთვის, გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 30 იანვარს არის დაგეგმილი. პრეზიდენტს 1260 წევრისგან შემდგარი ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც ბუნდესტაგის 630 დეპუტატსა და გერმანიის 16 ფედერალური მხარის 630 დელეგატს მოიცავს. არჩევნებში გამარჯვებისთვის 631 ხმაა საჭირო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×