რეზონანსი
09.11.2026

მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები" სამართლიანი იყო?, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ შეიძლება წინასაარჩევნო გამოკითხვები ასე მცდარი ყოფილიყო?", - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, წინასწარი ხმის მიცემის ზოგიერთი მაჩვენებელი იმდენად დიდი იყო, რომ გამარჯვება შეუძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა ხმის მისაცემად.

„საქმე საარჩევნო აპარატებშია, რომელიც ამომრჩეველზე უფრო მნიშვნელოვანია", - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი „დემოკრატიულმა პარტიამ" მოიპოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×