რეზონანსი
09.11.2026

1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

„დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენელი, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ნემო ბურჭულაძე. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს უდიდესი დანაკარგია როგორც კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის მებრძოლი ჭეშმარიტი მამულიშვილებისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის...“ - წერს გურამ აბსანძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×