რეზონანსი
10.11.2026

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები განახლდა. თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია გაიმართება. პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის განათლების სფეროში.

ჩაიშალა სხდომა, რომელზეც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პლატფორმის ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მთავრობამ პირველი დეკემბრიდან მინიმალური ხელფასის 1,6 პროცენტით ზრდა დააანონსა, პროფკავშირებმა შეთავაზებას „ნამცეცები“ უწოდეს და მასშტაბური გაფიცვა ჩანიშნეს.

სოციალური პროტესტის ტალღა გრძელდება იტალიაშიც. რომში, ისტორიულ „ესპანურ კიბეებზე“, აქტივისტებმა კარვები გაშალეს. დემონსტრანტები ინფლაციას, საცხოვრებლის გაძვირებას და სამხედრო დანახარჯების ზრდას აპროტესტებენ.

მოქალაქეები მთავრობისგან სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული დემონსტრაციები ოქტომბრიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიაში და ალბანეთში მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×