
კიდევ ერთი კამათი და დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამჯერად რევაზ ნადარია მაია კოპალეიშვილს დარბაზის დატოვებით დაემუქრა. დაპირისპირება კი კოპალეიშვილის მოთხოვნამ გამოიწვია, მასაც სურდა ესაუბრა მტკიცებულებების გამოკვლევის საჭიროებაზე, თუმცა, ნადარაიამ ამის უფლება არ მისცა და უთხრა, რომ უკვე ბევრი მოისმინეს ამ თემაზე.
მაია კოპალეიშვილი: „არ მაძლევთ უფლებას, რომ ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ვთქვა? არ არის სწორი“.
რევაზ ნადარაია: „კი, კი სწორია, ძალიან სწორია, ბევრი ითქვა უკვე“.
მაია კოპალეიშვილი: „იცით, ეს რაზე მიანიშნებს? თითქოს, სასამართლო არის შეშინებული“.
რევაზ ნადარაია: „ქალბატონო მაია, შეშინებულები მეორედ ახსენეთ და დაგატოვებინებთ დარბაზს, აბრძანდით“.
მაია კოპალეიშვილი: „იცით, რას გეტყვით? ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ მე მაშინებთ ახლა? მე ვგავარ იმ ადამიანს, ვინმე რომ შემაშინებს?“
რევაზ ნადარაია: „არა, არა, საერთოდ არაა ჩემი ინტერესი...“
მაია კოპალეიშვილი: „თქვენ ვალდებული ხართ, მოუსმინოთ მხარეებ და არ მისმენთ, წერილობით მოგმართავთ, რამდენად არასწორი იყო, ბატონი ვასილის, ქალბატონი ევას ქცევა, მტკიცებულბათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, თუ გინდათ, ეს საჯარო, ფეისბუქპოსტით გავაკეთი, ასე გავაკეთებ, რადგან, თქვენ არ მაძლევთ შესაძლებლობას, რომ სასამართლოს წინაშე ჩემი აზრი გამოვთქვა“.
რევაზ ნადარაია: „ფეისბუქპოსტებს აქ ნუ შემოიტანთ ქალბატონო მაია..... არ დაბრზანდებით? დაგატოვებინოთ დარბაზი?“
მაია კოპალეიშვილი: „ჯერ გაფრთხილება უნდა გამიკეთოთ“.
რევაზ ნადარაია: „ბევრჯერ ხართ გაფრთხილებული. რაც გინდათ ის ფეისბუქპოსტები გააკეთეთ, თქვენი ფეისბუქპოსტებით ვის აშინებთ, მართლა...“
ხმაურის დროს, პროცესში ასევე ჩაერთო არჩილ გორდულაძეც.
არჩილ გორდულაძე: „ეს პროცესია? ბატონო მოსამართევ, გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ სასამართოლო პროცესი იყოს პროცესი და არა ტელედებატები - არ შეიძლება ასე, ვისაც როსდის უნდა წამოდგეს“.
ლევან სამუშია: „სასამართლოს აძლევს მითითებას...“
რევაზ ნადარაია: „ბატონო ლევან, გაფრთხილებთ ადგილიდან ყვირილზე“.
არჩილ გორდულაძე: „დღეს ვხედავთ მცდეობას რომ გადაიქცეს ტელედებატებად ან შოუდ სხდომა და მოგმართავთ, რომ უზრუნველყოთ, რომ სასამართლო სხდომაზე ყველა დამშვიდდეს და მოუსმინოს მეორე მხარეს“.
ამის შემდეგ მოსამართლეთა პლენუმი სათათბიროდ გავიდა და ცოტა ხანში გახდება ცნობილი, დადგება თუ არა მტკიცებულებათა გამოვკლევის ეტაპი.