რეზონანსი
10.11.2026

რუსეთი ცეცხლის უბრალოდ შეწყვეტას არ დათანხმდება, რადგან ევროპელები ცდილობენ, უკრაინას დროის მოგების შესაძლებლობა მისცენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ძველი ლოგიკაა - ევროპას აუცილებლად სჭირდება დროის მოგება კიევის რეჟიმის თავისი კლიენტებისთვის და ამ დროის გამოყენება იმისთვის, რომ როგორმე აღადგინონ ის დანაკარგები, რომლებიც მათ სამხედრო თვალსაზრისით განიცადეს. ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. ამის შესახებ არაერთხელ უკვე განვაცხადეთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ არ დათანხმდება თუ არ ეცოდინება, რა იქნება ამის შემდეგ.

„ჩვენ არ დავთანხმდებით მორიგ ზავზე, მორიგ ცეცხლის შეწყვეტაზე, როგორც არ უნდა ვუწოდოთ ამას, თუ არ გვეცოდინება, რა იქნება ამის შემდეგ“, - აღნიშნა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×