
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდრს თინა ბოკუჩავას პასუხობს.
საქმე ეხება ბოკუჩავას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ისეთივე პოლიტიკური პატიმარია, როგორი პოლიტიკური პატიმარი არის ქვეყნის მესამე პტრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, ის არ აპირებს თინა ბოკუჩავასთან შეკამათებას, რადგან მისი და ღარიბაშვილის ერთ პლანზე დაყენებას აზრი არ აქვს.
„რადგან საქმე მე მეხება, არ ვაპირებ თინასთან შეკამათებას ღარიბაშვილის და ჩემს ერთ პლანზე დაყენებისთვის, აზრი არ აქვს! თუმცა საპასუხო რა თქმა უნდა არის, ყველა დანარჩენისგან. თუკი რამე მასწავლა მწარე გამოცდილებამ, ყოველთვის ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.