რეზონანსი
11.11.2026

ყოფილ ჟურნალისტი, ლალო ბერია, რომელიც ქმართან, ასევე ყოფილ ჟურნალისტთან, ნოდარ ჩაჩუასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულ ლალო ბერიას, 6 - თვიანი რეალური სასჯელი, 3 - წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ჩაჩუა წერს, რომ ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მის ცოლსაც. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×