რეზონანსი
11.11.2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველო-ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნულ კონგრესთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ახალგაზრდობის ფედერაციასთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ვაჭრობის, დაკავშირებადობისა და ტურიზმის განვითარება, ასევე, განათლების სფეროში და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×