რეზონანსი
12.11.2026

თბილისში სანაპიროზე გერმანული ჰოსიპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

კაცი, რომელმაც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მოკლა, 62 წლის არის და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.

მოკლული ნანა ფირანიშვილი დაახლოებით 67 წლის არის, ხოლო სოსო სუჯაშვილი - 72-ის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×