რეზონანსი
17.11.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდნენ. კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იძებნებოდა.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.

ამჟამად სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×