რეზონანსი
20.11.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

მისი შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება სეგრეგაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. 

„ეს მეტყველებს იმ სეგრეგაციაზე, რომელსაც ჩვენ ტყავზეც განვიცდით ახლა. ისინი ამბობენ, რომ მე შემიძლია გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღო, შენ არ უნდა მიიღო იმიტომ, რომ შენ რაღაცა სხვა, დაბალი დონე ხარ. მე შემიძლია ეს კანონი მივიღო და დავარეგულირო, შენ ამას ნუ გააკეთებ. თითქოს ისინი აღმატებული, ზემოდან მაყურებელი ადამიანები არიან, „განვითარებული“ რასა არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ რაღაცები მიგვითითონ და თითი დაგვიქნიონ. მე რომ ვაკეთებ ამას, ნუ გაიმეორებ, შენ ამისთვის მზად არ ხარ. დაახლოებით იგივეა ესეც. ეუბნებიან ამ ერებს, რომ მართალია შენ რაც წესები დაგიწესე მე რომ ევროკავშირში შემოსასვლელად არის საკმარისი, ამას შეასრულებ, ისე ხომ არავინ არავის მიიღებს, მაინც 10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ, იმიტომ, რომ შენ ხომ დაბალი დონე ხარ, მაინც უნდა დაგაკვირდე. ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება, ასეთი ზემოდან ყურება, ვითომ „ელიტისა“, არავითარი ელიტა ის არ არის აჩენს ამ უთანასწორობის გრძნობას და ეს უთანასწორობის გრძნობა არის არასამართლიანი, ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×