რეზონანსი
20.11.2026

როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი გულისხმობს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ხელოვნური საბაბებით ძალადობრივი მოქმედებების დაწყება დაუშვებელია.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ხელისუფლების მიტაცება.

"როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს.

რატომ? ხელისუფლების ხალხისგან წარმომავლობის პრინციპი, რაც სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციური პრინციპია, გულისხმობს იმას, რომ როდესაც ხალხმა არჩევანი გააკეთა და ლეგიტიმაცია კონკრეტულ ძალას გადასცა, უსაფუძვლო, ხელოვნური საბაბებით დაუშვებელია ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედებების დაწყება.

საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიტაცება დაუშვებელია. ეს რეალურად სწორედ ამ ხასიათს იძენს, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნური საბაბებით ძალადობრივად ილაშქრებენ სახელისუფლებლო ინსტიტუტებზე და ცდილობენ მათ დამხობას.

საქმე გვაქვს შესაბამისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების, ბლოკირებისა და სხვადასხვა ტიპის ქმედებების მცდელობასთან, რომელთა არაერთი მაგალითიც ჩვენმა საზოგადოებამ შესაბამის წლებში იხილა და რომლებიც აქ უკვე ჩამოთვლილი იყო” – განაცხადა ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×