რეზონანსი
20.11.2026

ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. 8 საათის განმავლობაში მუჭში ჰქონდა მოქცეული. როცა ის გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, რომ [ჩვენთვის] ხელი მოეჭირა, თუ ჩვენი ხმა ესმოდა. როცა ხელი მოგვიჭირა, სწორედ ამის შემდეგ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო", - განაცხადა მეხანძრე-მაშველმა გაგა გიგაშვილმა, რომელმაც 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის თაია გადაარჩინა.

„დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე - ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც მივედით, მხოლოდ და მხოლოდ მისი ფეხი ჩანდა. როდესაც ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა და ამის შემდეგ უკვე ის ემოცია ვეღარ დავმალეთ. იქ ჩანს კიდეც კადრებში ჩვენი სიტყვები და შეძახილები, რომ ფეხი გაამოძრავა და 8 საათის შემდეგ ცოცხალი ადამიანი, მით უმეტეს, ბავშვი ვიპოვეთ. შემდეგ, როდესაც ფეხი რაღაც მომენტში აღარ გაამოძრავა, ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. 8 საათის განმავლობაში მუჭში ჰქონდა მოქცეული და როცა ის გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, რომ ხელი მოეჭირა, თუ ჩვენი ხმა ესმოდა. როცა ხელი მოგვიჭირა, აი, მაგის შემდეგ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო“, - აღნიშნა გიგაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×