
19 ნოემბერს ქვეყანა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა. ფონიჭალაში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.
8 საათიანი ძებნის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო და პირველ სართულზე ცხოვრობდა.
აფეთქების დროს, სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს.
შვილებს დედის ხმა ესმოდათ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი.
ლალის შვილი სოციალურ ქსელში დედის ფოტოს აქვეყნებს წარწერით:
„ჩემი ღიმილა დედიკო წავიდა ღმერთთან“ - წერს რიმა ბედოშვილი.
პრაიმტაიმი