
ფონიჭალის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი ლალი შიშმანაშვილია. ლალი ის დედაა, შვილები რომ გადაარჩინა. მეზობლები იხსენებენ, როგორ ეძახდა შვილებს ფანჯრიდან გადახტითო.
"ლალი თავდაპირველად კონტაქტზე იყო, შვილებს უხმობდა, თუმცა მოგვიანებით მისი ხმა შეწყდა. გოგონები დედასთან მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი…
"პირველ სართულზე ლალი ყვიროდა - მიშველეთო. მე გვერდზე ვცხოვრობ... გამოვვარდი, ჩემი მეუღლეც მივიდა საშველად და მერე მაშველებმა გამოიყვანეს, ბინა ინგრევა, გამოდითო.
მიშველეთო ყვიროდა და დაიწყო კიდევაც ნგრევა... დედამ იყვირა გადახტითო და ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ... მერე ჩამოინგრა," - იხსენებენ მეზობლები ჟურნალისტებთან.
ლალი შიშმანაშვილი 54 წლის იყო... ის კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა.
აფეთქების დროს სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, შვილებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს, დედის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
zmna. ge