რეზონანსი
20.11.2026

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია Aqualia-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.

„Aqualia“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კომპანიის საქართველოში საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ასეთი მსხვილი კომპანიის ბიზნესსაქმიანობა. Aqualia-ს საქართველოში ოპერირება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახსნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და დიდი კომპანიებისთვის და ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბიზნესურთიერთობის კარგი მაგალითია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

შეხვედრაზე Aqualia-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ბიზნესპორტფელისთვის თბილისში საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მზად არის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს. როგორც Aqualia-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანია საკუთარი ბრუნვის 50%-ს კაპიტალურ ინვესტიციებში ხარჯავს, რაც წყლის მიწოდების სისტემების მოდერნიზებასა და სერვისების გაუმჯობესებას ხმარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×