
მათი კითხვები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კითხვები „აბსოლუტურად არარელევანტური“ იყო.
„როდესაც საზოგადოებამ გასულ დღეებში იხილა, ჩვენს კითხვებზე მათი უსუსტესი პასუხები, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო ამაზე რთულ მდგომარეობაში საზოგადოებას როგორ შეიძლებოდა დაენახა მოპასუხე მხარე, მაგრამ რეალურად, მათი კითხვები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში. ეს იყო აბსოლუტურად არარელევანტური, უტრიალებდნენ, როგორც წესი, ერთსა და იმავე თემას და მთელ რიგ შემთხვევაში საჭირო ხდებოდა კითხვის მოხსნა. ცდილობდნენ სხვადასხვა სიტყვებით უბრალოდ ერთსა და იმავე შინაარსზე მოეხდინათ აპელირება კითხვების ფორმით. რაც არ უნდა მოიფიქრონ, ფაქტებს ვერ გაექცევიან. ფაქტები ცხადყოფს ერთს ძალიან მკაფიოდ, დიახ, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი, სადისტური რეჟიმის პირობებში საქართველოში საქმე გვქონდა ადამიანის უფლების სისტემურ და სისტემატურ დარღვევასთან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.