
გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე მიიღონ იმგვარი რეგულაციები, რომელიც სამომავლოდ 10-წლიან მორჩილებაში ამყოფებს წევრებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.
წილოსანი განცხადებით, უფლებების შეზღუდვის მცდელობა ახალი წევრებისთვის დამამცირებელი მიდგომაა.
„ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ. როდესაც წევრ სახელმწიფოს არ შეეძლება 10 წლის განმავლობაში მისი მოსაზრება დააფიქსიროს იმგვარად, როგორც ამას ძირძველი წევრები აკეთებენ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დამამცირებელი მიდგომა ახალი წევრების მიმართ და რა თქმა უნდა ლოგიკურად უჩნდება კანდიდატ სახელმწიფოებებს კითხვები, - ღირს თუ არა ასეთ გაერთიანებაში შესვლა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.