რეზონანსი
22.11.2026

სოფელ ყარაჯალაში ბიზნესმენი დურიჩ გაჯიევის ავტომანქანა დაცხრილეს. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გაჯიევი რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, ავტომობილში გაჯიევის არასრულწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ.

ფინანსური დაპირისპირების ვერსიას გაჯიევის ოჯახი უარყოფს. დურიჩ გაჯიევის მამა ამბობს, რომ ფინანსურ დავას ადგილი არ ჰქონია. 

ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენს აშანტაჟებდნენ და ბიზნესში წილებს სთხოვდნენ. მას 100 ათასი უნდა გადაეხადა, თუმცა თავდამსხმელებს მოთხოვნილზე ნაკლები თანხა მიუტანა, თავის მხრივ ამტკიცებს „პირველები“ 

სოფელ ყარაჯალაში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. პოლიციას რამდენიმე პირი უკვე დეინტიფიცირებული ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×