რეზონანსი
23.11.2026

ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცა, - ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიამ გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის წარდგენასთან ერთად მიიღო.

„დღეს ევროკომისია ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნაბიჯებს დგამს, რაც გულისხმობს ჩვენს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომთან არიან დაკავშირებული“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, წესები მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მისაღებად საჭირო დოკუმენტების განახლებულ სიას და გამკაცრებულ ზომებს ტურისტული ვიზებისთვის. ასევე, რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობის აკრძალვა.

„ჩვენ წარვადგინეთ წინადადება, რომ აიკრძალოს ვიზების გაცემა ყველასთვის, ვინც მსახურეობს ან მსახურობდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მისი აგრესიული ომის პირველივე დღიდან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×