რეზონანსი
25.11.2026

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს. ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ქეთევან ბარაბაძის თქმით, მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებლად შეფასდა და გოგონა ბინაზე გაიწერა.

"ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობდა ერთი პაციენტი, სამი წლის გოგონა, თაია. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე მდგომარეობა იყო მკვეთრად გაუმჯობესებული, ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე", - აღნიშნა ქეთევან ბარაბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×