რეზონანსი
25.11.2026

კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის სარჩელს ვერაფერს უპირისპირებს.

„ისინი აჩვენებენ, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში არიან. ჩვენს სარჩელს აბსოლუტურად ვერაფერს უპირისპირებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ სამარცხვინოდ აცხადებს, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილი  გადაწყვეტილებებს არ იღებდა, როდესაც „ნაცების“ თავმჯდომარე იყო. სამარცხვინოდ აცხადებენ, რომ თითქოს, ადეიშვილი და მერაბიშვილი „ნაცების“ პარტიული წევრები საერთოდ არ იყვნენ. მსგავსი აბსურდები კიდევ უფრო ამყარებს იმ სარჩელს, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. „ნაცებმა“ დაანახვეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ. მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×